დიდი ხანია რაც WordPress-თან მაქვს შეხება და WordPress.com-ზეც არაერთი ბლოგი მქონია, ამ დროსი განმავლობაში ხშირად შევხვედრივარ ისეთ პრობლემებს როგორიცაა “როგორ ჩავამატო Online მომხმარებლების მთვლელი?” ან “როგორ შევცვალოთ Favicon?” ეს ყველაფერი ჩვეულებრივ კერძო სერვერზე არანაერ პრობლემას არ წარმოადგენს მაგრამ როცა WordPress.com-ზეა საუბარი და თანაც უფასო ვარიანტზე, ცოტა სხვა გზების გამოყენება გვიწევს. პრობლემა ხშირად ძალზედ მარტივია და პატარა მიგნებებით შეიძლება აღმოიფხვრას.
ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი. დღეისთვის განვიხილავ მხოლოდ 2 საკითხს, მომავალში კი WordPress.com-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებს ამავე პოსტში დავამატებ ხოლმე.
ასე რომ დავიწყეთ :) :
- როგორ შევცვალოთ Favicon Wordpress.com-ზე? (პატარა სურათი გვერდის სათაურის ზოლში)
შევდივართ ჩვენი ბლოგის wp-admin განყოფილებაში;
Settings მენიუში ვირჩევთ General ქვეგანყოფილებას;
გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში დაინახავთ “Blog Picture / Icon” ბლოგის სურათის ასატვირთ ფორმას. ეს გახლავთ “ბლავატარი” ანუ ბლოგის ავატარი.
ატვირთავთ სასურველ სურათს, შემდეგ ბლოგის სურათი ატვირთვისა და შენახვისთანავე შეიცვლება ხოლო რაც შეეხება Favicon-ს ავტომატურად შეიცვლება მაქსიმუმ 24 საათში, ზოგადად გაცილებით ნაკლებ დროში იცვლება ხოლმე.
წყარო: http://en.support.wordpress.com/avatars/blavatars/
- როგორ ჩავამატო Online მომხმარებლების მთვლელი WordPress.com-ზე?
შედიხართ აქ:
http://whos.amung.us/showcase/
ირჩევთ სასურველ ღილაკს და ქვემოთ გამოჩნდება დაახლოებით ასეთი კოდი:
<script type=”text/javascript” src=”http://widgets.amung.us/classic.js“></script><script type=”text/javascript”>WAU_classic(‘fdbwr8cn33x7′)</script>
ამ კოდის ბოლოში ბრჭყალებში წერია ‘fdbwr8cn33x7′ ოღონდ თქვენ შემთხვევაში ბრჭყალებში სხვა კოდი იქნება. დააკოპირებთ მაგ კოდს ბრჭყალების გარეშე და ჩასვავთ შემდეგ HTML კოდში იმ ორ ადგილას სადაც წერია “კოდის ადგილი”
HTML კოდი:
<a href=”http://whos.amung.us/stats/კოდის ადგილი/”><img src=”http://whos.amung.us/widget/კოდისადგილი.png” width=”81″ title=”click to see how many people are online” /></a>
შემდეგ wordpress-ში Appearence > Widget განყოფილებაში რომელიმე Sidebar-ში ჩაამატებთ Text Widget-ს და იქ ჩააგდებთ ამ თქვენს მიღებულ HTML კოდს მთლიანად.
სურვილის შემთხვევაში, კითხვები დასვით კომენტარების სახით. ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ სასურველი ფუნქციის დამატების ინსტრუქციები და შეძლებისდაგვარად განვაახლებ ხოლმე ამ პოსტს.




























გაკვეთილები, ინსტრუქციები [Tutorials]
HTML ფერთა პალიტრა
სკრიპტები და კოდები ვებ-მასტერებს
ტეგებისა და სიმბილოების კრებული


8 Comments
ძალიან კარგია ეს რომ დაწერე,
მეც მთელის სერია ტუტორუიალები მაქვს wordpress-თან დაკავშირებით,შენის ნებართვით შენს ამ პოოსტს იმ ნუსხაში დავამატებ. :)
HTML კოდში იმ ორ ადგილას სადაც წერია “კოდის ადგილი”-wordpressze var da ver vnaxe shens mier mititebuli adgili(
HTML კოდი ვორდპრესსში კი არ უნდა ნახო ამავე პოსტში რომ HTML კოდი წერია იმაში უნდა ნახო, კარგად დააკვირდი როგორ წერია და მიხვდები
გაიხარე კარგი სტატიაა
გმადლობთ :)
მაინც ვერ გავიგე კონკრეტულად რომლელში ჩვამატო (Sidebar-ში ჩაამატებთ Text Widget-ს და იქ ჩააგდებთ ამ თქვენს მიღებულ HTML კოდს მთლიანად.) ბევრი მოვსინჯე მაგრამ არ გამოჩნდა ბლოგზე
ზუსტად შეასრულეთ ინსტრუქციები… მეც ეგრე მაქვს გაკეთებული და ძალიან ბევრ ბლოგერს… თუ გნებავთ მომწერეთ საიტი და დაგეხმარებით.
ზუსტად ვასრულებ ინსტრუქსიას, მაგრამ არ შვება, ეჭვი მაქ რომ ჩემთან სხვანაირი უფრო დიდი კოდია პრჩხილებსი და მაიგოტო არ შვება, აი ჩემი საიტი იქნებ დამეხმაროთ http://homeliest.wordpress.com